VIDEO: „ნიკოს მოვუხდიდი ბოდიშს იმისთვის, რომ გული ვატკინე…“ – რას ნანობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე

ეკა ნიჟარაძე

გადაცემა „პირველი სტუდიოს“ ეთერში მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ისაუბრა წარსულზე, პირად ცხოვრებასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. წამყვანის კითხვაზე, თუ რას შეცვლიდა საკუთარ წარსულში, ერთი შანსი რომ ჰქონოდა, მსახიობმა ყოფილ მეუღლესთან, ნიკო გომელაურთან ურთიერთობა გაიხსენა.

„ალბათ, ნიკოს მოვუხდიდი ბოდიშს იმისთვის, რომ გული ვატკინე… ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი მთავარი შეცდომაა. მესამე შვილი გავაჩინე სხვა მამაკაცისგან, რომელიც ასევე ძალიან მიყვარდა და ამას ვერავითარ შემთხვევაში შეცდომას ვერ დავარქმევ. მე მყავს შვილი, რომელზეც ვგიჟდები და ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია… ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რადგან ვიცი, რომ მას გული ვატკინე…“