1772260860
აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის კიდევ რამდენიმე ქალაქში... - რა არის ამ დროისთვის ცნობილი
აფეთქებების ხმა ისმის თეირანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, ასევე ისფაჰანში, ქარაჯში და ქერმანშაჰში - ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
ისრაელმა ირანზე „პრევენციული შეტევა“ დაიწყო, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ამასთან, ისრაელ კაცმა მთელი ისრაელის მასშტაბით „განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.
ისრაელის უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, ირანზე შეტევა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა.
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ირანის საპრეზიდენტო რეზიდენციაა.
გავრცელებული ცნობით, იბომბება ის ადგილები, საიდანაც ირანს ისრაელზე შეტევა შეუძლია.
ამასთან, ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების შემთხვევა ჯერჯერობით არ დასტურდება. ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა და ყველა სამოქალაქო ფრენა გაუქმებულია.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე თავდასხმა ისრაელის საფრთხეების განეიტრალებას ისახავს მიზნად.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ირანზე „პრევენციული შეტევა“ დაიწყეს. ისრაელში „განსაკუთრებული და მუდმივი საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.












