„არ ინერვიულოთ... თავშესაფარში ვარ...“ - ნინო ჩხეიძე ისრაელში იმყოფება
1772270063
დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ. განვმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობოდ აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საზოგადოების გახლეჩისა და სიძულვილის გამძაფრებისთვის, უცხოურმა აგენტურამ, ნიკა გვარამია გამოიყენა. რაც შეეხება დებატების განახლებას, მთავრობის მეთაურის შეფასებით, დისკუსიის გახსნა აუცილებელი იყო და მან მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია.
„განცხადების გამოქვეყნებისას, გავიხსენეთ რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც უცხოურმა აგენტურამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების სივრცე სრულიად შეგნებულად დაკეტა, რათა საზოგადოების გახლეჩისა და სიძულვილის გამძაფრებისთვის შეეწყო ხელი. ამისათვის მათ მთავარ ინსტრუმენტად ნიკა გვარამია გამოიყენეს, რომელმაც პირდაპირ ეთერში უბინძურესი ფორმით ადამიანების გინებითა და შეურაცხყოფით, ჯანსაღი დისკუსია შეუძლებელი გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლებიდან ერთი თვეც არ არის გასული, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მან მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ეს წარმატება ჩვენი გადმოსახედიდან სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული:
- პირველი - გაჩნდა შესაძლებლობა, საზოგადოებამ მოისმინოს ჯანსაღი საგნობრივი პოლემიკა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მანამდე მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში, აზრთა შეპირისპირების გარეშე იღებდა არასრულ ინფორმაციას;
- მეორე - გაჩნდა სივრცე, სადაც აზრთა შეპირისპირება არა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გახლეჩვისკენ, არამედ საერთო მიზნის გარშემო მათი გაერთიანებისკენ არის მიმართული;
- მესამე - მართალია, სუბიექტური ვართ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით,“ - წერს ირაკლი კობახიძე.