VIDEO: ნანუკა სტამბოლიშვილის მოულოდნელი სიურპრიზი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანს, რომელმაც „მრისხანე კაცი“ ძალიან გაახარა

ნანუკა სტამბოლიშვილი

თურქული სერიალების მოყვარულების ახალი ფავორიტი მსახიობი იუბილარია. ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანს 40 წელი შეუსრულდა.

საქართველოში სერიალს „სხვისი შვილების“ სახელით იცნობენ. მთავარ როლს ჰალილთან ერთად ქართველი მსახიობი, ნანა სტამბოლიშვილი ასრულებს.

ჰალილი მომღერალი, კომპოზიტორი, ფოტომოდელი და ფოტოგრაფია. ის სტამბოლში დაიბადა. 2007 წელს თურქეთის საუკეთესო მამაკაცის მოდელის ტიტული მიიღო.

2009 წლიდან მან საკუთარი სიმღერების გამოქვეყნება დაიწყო, ამის შემდეგ კი მისი წარმატება უფრო გაიზარდა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მსახიობი დაქორწინებული არ არის. დადასტურებული არც ისაა, ჰყავს თუ არა რჩეული, თუმცა თურქული მედია წერს, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სერიალში მისსავე პარტნიორ, სილა თურქოღლუსთან. ისინი სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს.

ჰალილის გმირი სერიალში მკაცრი გამომეტყველებით გამოირჩევა და არასდროს იღიმის. 

იუბილარს დაბადების დღე ნანუკა სტამბოლიშვილმა ორიგინალურად მიულოცა. ნახეთ კადრები ↓