VIDEO: ნანა სტამბოლიშვილისა და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანის ერთობლივი შთამბეჭდავი სცენა

ნანუკა

სერიალი „სხვისი შვილი“ ეკრანზე ორი წელია გადის. მესამე სეზონში ახალი გმირი, ქართველი ნანა გამოჩნდა. თავდაპირველად თურქი მაყურებელი გააღიზიანა ახალი პერსონაჟის სერიალში გამოჩენამ, რადგან თვლიდნენ, რომ სილა, რომელიც სერიალის მთავარი გმირის მეუღლის როლს თამაშობდა, შეუცვლელი იყო. უფრო მეტიც, სცენარიტს სილას დაბრუნებას სთხოვდნენ.

ნანასა და სერიალის მთავრი გმირის ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნის წყვილზე უკვე აჭრელდა ადგილობრივი ტაბლოიდური პრესა. ახლა წერენე, რომ ნანამ მოლოდინს გადააჭარბა და თავს საუკეთესოდ ართქმევს როლს. 

ნანას ყველაზე მეტი გულშემატკივარი საქართველოდან ჰყავს. ის სერიალში ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი გოგოს როლს თამაშობს, რომელსაც ძმა მოუკლეს. შურისძიების მიზნით იამის ოჯახში ძიძად იწყებს მუშაობს.

სწორედ აქ იკვეთება ორი ძლიერი პიროვნების ბედი.  ერთის მხრივ, სახლის უფროს, რომელიც ძალაუფლებით გამოირჩევა, ბევრი საერთო აქვს ძიძა ნანასთან. მათ წარსულის მძიმე ცხოვრება ერთიანებთ...

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ქართველმა და თურქმა მაყურებელმა წყვილის ერთობლივ შთამბეჭდავ სცენად შეაფასეს.