ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
საახალწლო დღეები გრძელდება, რისი აღნიშვნაც სიმღერის და დროსტარების გარეშე წარმოუდგენელია.
მაყურებელს ნამდვილი საქეიფო კონცერტი მოუმზადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა პაატა გულიაშვილმა.
4 იანვრის ეთერში პაატა გულიაშვილის გადაცემაში ნამდვილი დღესასწაული გაიმართება, სადაც ცნობილი ქართველი მუსიკოსები ახალ და ნაცნობ კომპოზიციებს შეასრულებენ.
იმღერებს თავად გადაცემის ავტორი და წამყვანი, მაყურებელს მორიგ მუსიკალურ ნომერს შესთავაზებს მიხოს და მაროს პოპულარული წყვილი, ასევე „ქსოვრელები“.
თქვენი საახალწლო განწყობის შექნაზე ასევე იზრუნებს ჯგუფი „ურსა“, „ბანი“, აჩიკო ბერიძე, დათო ხუჯაძე, სოფო ბედია, დუეტი „ლეონი“ და სხვა პოპულარული ბენდები და სოლო შემსრულებლები.
ასე რომ, საღამოს, 22:00 საათზე გელოდებით „რუსთავი 2-ზე“.
გადაცემის ანონსი ↓