VIDEO: კალიფორნიელმა ქალმა ახლად შეძენილ სახლში საიდუმლო სეიფი აღმოაჩინა - ნახეთ რა იყო მასში

სეიფი

კალიფორნიაში მცხოვრებმა 28 წლის ტიფანიმ ახლად შეძენილ სახლში საიდუმლო სეიფი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს. 

სეიფის გახსნის პროცესი ტიფანიმ ვიდეოზე აღბეჭდა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა. 

„შოკირებულები ვიყავით იმით, რაც შიგნით დაგხვდა. ჩვენ მივაგენით ნიშნობის ბეჭედს, პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, რომელთა გამოყენებაც  შანტაჟისთვის თავისუფლად შეიძლება. ვიპოვეთ უიშვიათესი კუპიურები და მონეტები, რომელთა ღირებულებაც დღესდღეობით ძალიან დიდია. სეიფში დაგხვდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხანჯალიც და კიდევ ბევრი ბევრი ისეთი რამ, რასაც ვერ დავასახელებ და რის გამოც პოლიციის გამოძახება მოგვიწია",- ამბობს ტიფანი.