1767263990
VIDEO: ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ახალ წელს ერთად შეხვდნენ
ქართველი ჩემპიონები ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ახალ წელს ერთად შეხვდნენ. მერაბ დვალიშვილი რამდენიმე კვირის წინ ამერიკიდან ესპანეთში გაემგზავრა და 2026 წლის დადგომას სწორედ თოფურიას ოჯახში შეხვდა. როგორც უცხოურ პრესაში გავრცელდა, მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიასთან გამგზავრება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ილია თოფურიას და მის ყოფილ ცოლს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
ჩემპიონები ახალ წელს ოჯახურ გარემოში შეხვდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც მერაბ დვალიშვილი პატარა უგო თოფურიას ახალ წელს ქართულად ულოცავს.
“საქართველოს გაუმარჯოს”,- ამბობს პატარა უგო ვიდეოში.











