1728312638
VIDEO: გია სურამელაშვილი შეყვარებულს შეურიგდა
მომღერალი გია სურამელაშვილი „ტიკ ტოკზე“ ძალიან აქტიურია. გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ვიდეოებს. თუმცა კომენტერები გამორთული აქვს. როგორც ის ამბობს, არ უნდა ცუდი კომენტარების ავტორების გამო, ნერვები მოეშალოს.
„არ მაინტერესებს სულელი და ბოღმა ადამიანების აზრი. არანაირი აურა არ მჭირდება მათგან. არც მინდა, პასუხი გავცე. ეს არის გასართობი გემრიელი პლატფორმა, რატომ უნდა მოვიშალოთ ნერვები?“,- ამბობს გია.
მომღერლის პირადი ცხოვრებიდან საზოგადოების ყურადღების მთავარი საგანი გიას შეყვარებულია, რომელსაც, როგორც გია ამბობდა, დაშორდა და ამის გამო ცუდად იყო.
დღეს გავრცელებულ ვიდეოდან კი გაირკვა რომ მომღერალი შეყვარებულს შეურიგდა. როგორც გია „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, შეყვარებულმა დაბადების დღეც მიულოცა.
„ვუყვარვარ, მიყვარს სიგიჟემდე და ისევ ჩემია, დამშვიდდით?“,- ამბობს ვიდეოში სურამელაშვილი.
@giasuramelashvili0 #ფორიუზეა?foryou #გლობალ ♬ original sound - Gia Suramelashvili