VIDEO: ფილიპინებში, ცხოველები დალოცეს და 30 ძაღლი დააქორწინეს

ძაღლები

ფილიპინებში ცხოველთა საერთაშორისო დღე წინსწრებით აღნიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში შინაური ცხოველების დალოცვის რიტუალი ჩატარდა, რა დროსაც კატებს, კურდღლებს, ზღვის გოჭებს და ძაღლებს წმინდა წყალი შეასხეს. ამასთან, გაიმართა ძაღლების ქორწინების ცერემონია, რომლის ფარგლებში 15 ოთხფეხა წყვილი „შეუღლდა“. მათ ქორწინების მოწმობებიც გადაეცათ.