დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა. თავდაპირველად ფოტოები სოციალურ ქსელში მისმა ძმამ, ემზარ კვიციანმა გაავრცელა.
„ქეთევანის გზა გამოვლილი ნორაჩკა მონაზვნად აღიკვეცა! გილოცავ დედაო ქეთევან! ასი წელი არ მოგვაკლოს ღმერთმა შენი ლოცვა! დიდება ღმერთს!“, - წერდა ყოფილი პარლამენტარი.
მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე იცვალა ფერი ნორა კვიციანის ცხოვრებამ. სწორედ ამ დღეს დადო ფიცი, რომ დარჩენილ ცხოვრებას უფლის სიყვარულში და მსახურებაში გაატარებდა.
ნორა კვიციანმა საერო ცხოვრებაზე უარი 74 წლის ასაკში თქვა. როგორც თავად ამბობს, ამ გადაწყვეტილებით ბედნიერია. ასევე მადლობელია იმ ცხოვრების, რა ცხოვრებაც საერო ცხოვრებაში ჰქონდა.
არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი იხსენებს ნორა კვიციანის დედა ქეთევანად კურთხევის დღეს და ამბობს, რომ იმ დროს ისეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ნამდვილად ეგონა, რომ ვერ გადარჩებოდა.
„იმ დღეს მოხდა მართლა გარდაცვალება. გარდაიცვალა ნორა კვიციანი და აღდგა, როგორც დედა ქეთევანი. დედა ქეთევანი დღეს სულ სხვა ადამიანია,- ამბობს სასულიერო პირი.
აღკვეციდან 40 დღე მდუმარებაში იყო. 39-ე დღე დიდმოწამე ქეთევანის დღე დაემთხვა. მეორმოცე დღე -ჯვართამაღლება.
ტკივილი და მწუხარება მის ცხოვრებაში ბევრი იყო და დღესაც გრძელდება. ექიმებმა დედა ქეთევანს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ფილტვის სიმსივნე. ძლიერი ტკივილები აქვს და სიარული უჭირს...
მანამდე იყო რთული გზა ...
ნორა კვიციანმა გისოსებს მიღმა 6 წელი და 4 თვე გაატარა...
2006 წლის 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები ბატალიონ "მონადირის" ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით კოდორის ხეობაში შევიდნენ. 27 ივლისს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა კვიციანის და ნორა არღვლიანი დააკავეს, სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების საფუძველზე. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ.
ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ არღვლიანის სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.
ნორა არღვლიანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს.
ნორა კვიციანის მონაზვნად აღკვეცის შემდეგ პირველი ინტერვიუ „იმედის კვირამ“ ჩაწერა…