VIDEO: „ეს ტრაგედია დღემდე არ გადამიტანია. ისევ მიყვარს“ - გიორგი ნაძღაიძე ემოციური ინტერვიუ

გიორგი

„პრაიმ ჰაუსის“ ბოლო ეპიზოდში, გიორგი ნაზღაიძის საავტორო გადაცემის სტუმარი თავად გიორგი იყო, ხოლო წამყვანის ამპლუაში მაყურებელს პატრიკი მოევლინა.

ნაზღაიძემ პატრიკთან მისი ცხოვრების მძიმე მომენტები გაიხსენა და მისთვის საყვარელ ქალზე ისაუბრა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.

მისი თქმით, ეს ტრაგედია დღემდე არ გადაუტანია და ის ადამიანი კვლავ უყვარს.

„ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დაიღუპა ავტო ავარიაში, არ გადამიტანია“, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

ამავე ინტერვიუში ნაზღაიძე ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილია დაიბრუნოს ეს ადამიანი და ახლა, რომ შეეძლოს ავარიას აარიდებდა.

„ჩემს შეყვარებულს გავაცოცხლებდი, იმ ავტო კატასტროფას ავარიდებდი“, - ამბობ ნაზღაიძე პატრიკთან საუბარში.

ნაზღაიძემ პატრიკთან იმ ქალზეც ისაუბრა რომლისგანაც შილი ჰყავს.

გიორგის თქმით, ეს ურთიერთობა გატაცება იყო და ალბათ სწორედ ამიტომ არ ანახვებენ დღემდე საკუთარ შვილს

„არასოდეს არ მინახავს ჩემი შილი. არ მიმიშვეს, დამალეს, გადამალეს, მე ბავშვის სახელიც არ ვიცი“, - ამბობს ნაზღაიძე.