„წავიქეცი, ერთმა გადამაბიჯა შევიდა ტუალეტში, გამოვიდა, გადმომაბიჯა და გავიდა“ - გიორგი ნაზღაიძე ცხოვრების რთულ მომენტებს იხსენებს

ტელეწამყვანი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, გიორგი ნაზღაიძე მისი ცხოვრების რთულ მომენტებს იხსენებს.

„ჩემ ცხოვრებაში იყო დაავადება, რომელსაც ვებრძოდი 10 წლის განმავლობაში, ეს იყო ნერვული გულყრები, ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა, შეძენილი. ერთადერთი ჩემ გვერდში ვინც იდგა, იყო ჩემი ოჯახი, ჩემი ძმები.

მიმტანობის პერიოდში, მაგიდა, რომელსაც ვემსახურებოდი იმ მაგიდის სტუმარმა შეურაცხყოფა მომაყენა, ვერ გავეცი პასუხი და წავიქეცი გამოსაცვლელში, ერთმა, მეგობარი მეგონა მაშინ, გადამაბიჯა შევიდა ტუალეტში, გამოვიდა, გადმომაბიჯა და გავიდა. დირექტორს უთხრეს, რომ გიორგის ასე ემართება ხოლმეო და არ შეგვარცხვინოს სადმეო სამსახურიდან გაუშვიო. დირექტორმა გაუშვა ყველა და დამტოვა მე“, - იხსენებს ნაზღაიძე.