პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტმა, ბლოგერმა და სამოქალაქო აქტივისტმა, სალომე ბარკერმა დაღუპულ დას, სოფო ნიკოლეიშვილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, დღეს სოფო ნიკოლეიშვილი 20 წლის უნდა გამხდარიყო.
“ეს ბავშვი ახლა უნდა იყოს 20 წლის, მაგრამ არ არის.
გასულ წლებში, რაღაც დროს მოვახერხე მის ფეისბუქებზე ძრომიალი (სამი ჰქონდა, რაც მე ვიცოდი და კიდევ შეიძლება ოდესმე ახალი აღმოვაჩინო) და ყველა ფოტოს გადმოწერა და შენახვა. სულ ვერ ვათვალიერებ, არ მყოფნის ემოციური რესურსი, მაგრამ დღეს მისი დღეა და თავს ძალა დავატანე.
ოცი წლის უნდა იყოს წესით, ცხოვრება რომ საშინლად უსამართლო არ იყოს და ოც ფოტოს გიზიარებთ, თან ყველა მისივე დაპოსტილია და არ ეწყინებოდა “სალო ეს რატომ დადეეე”
სოფიტა, ძალიან მხიარული და სიცოცხლის მოყვარე ბავშვიკი, რომელიც სასწაულად მენატრება და მომენატრება სულ, სანამ ვარ”, – წერს სალომე ბარკერი.
შეგახსენებთ, რომ სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა “ალბიონში” სწავლობდა. სკოლის ექსკურსიაზე თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე გარდაიცვალა.