VIDEO: „ჩვენ გვანერვიულებენ, თვითონ ერთობიან“ - რა კადრებს ავრცელებს EMANET-ის გვერდი

ნანუკა და ჰალილი

თურქული სერიალის „სხვისი შვილი“ ბოლო სერიაში, ქართველ ძიძას საქართველოში დეპორტი ემუქრებოდა, რის გამოც იძულებული იყო ფიქტიური ქორწინება გაეფორმებინა თავის უფროსთან. სერიალში ორივე გმირი ერთმანეთზეა შეყვარებული. თუმცა არცერთი არ აღიარებს გრძნობებს.

ქორწინება ჩაიშალა, რადგან ნანას დეპორტაციის საკითხი წარმატებით მოგვარდა. ჩაშლილი ქორწილის  გამო ნანას და იამანის გულშემატკივრები აღელვებას ვერ მალავენ. ბევრი ფიქრობს რომ ქორწილი არ უნდა ჩაშლილიყო. ამას ემატება მსახიობების სინანულიც, რომლებიც ასევე განიცდიან გამოუთქმელ სიყვარულს.

,,emanet-ის" ფეისბუქ გვერდი ავრცელებს კადრებს გადასაღები მოედნიდან, რომელშიც ასახულია სახალისო მომენტები, თუ როგორ ერთობიან „სხვისი შვილის“ ქართველი ვარსკვლავი ნანუკა სტამბოლიშვილი და სხვა მსახიობები კადრს მიღმა.

„ჩვენ გვანერვიულებენ, თვითონ ერთობიან“ - წერენ სერიალის მაყურებლები

ასევე ნახეთ: თურქული სერიალში „სხვისი შვილი“ მთავარი როლის შემსრულებელს, ნანუკა სტამბოლიშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.