წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
თურქული სერიალის „სხვისი შვილი“ ქართველი ვარსკვლავი, ნანუკა სტამბოლიშვილი სამშობლოს არც როლის შესრულებისას ივიწყებს.
ფაქტობრივად, ყოველ მესამე სერიალში ქართველი მსახიობი საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე და კულტურაზე საუბრობს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მაყურებელს.
„სილამაზე, ქარიზმა, პრესტიჟი, სიმპათიური და მშვენიერი ყოფნა, ყველა ერთად გამოიყურებოდა, ულამაზესი ნანუკა“.
„ჩემო საოცარო, ჩემო სიყვარულო, ძვირფასი განძი ხარ ჩემი. გულს უხარია შენი დანახვა. სულს მითბობს შენი გულწრფელი ღიმილი“,- ვკითხულობთ კომენტარებში.
ნანუკა სერიალში ძიძის როლს თამაშობს. ოჯახში შურისძიების მიზნით შევიდა, რათა საკუთარი ძმის მკვლელი გაესამართლებინა, თუმცა ირკვევა, რომ მას მახე დაუგეს და ნახევარძმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ნანუკას გმირს ბევრი დარდის და ნერვიულობსი გადატანა მოუხდა. ქართველი მაყურებლის ნაწილი ნანუკას ამ მადგომარეობას განიცდის და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში წერენ, რომ დატოვოს თურქეთი და სამშობლოში დაბრუნდეს.
თუმცა, ცხადია, ეს სერიალია და ნანუკა ძალიან ბედნიერია კადრს მიღმა.
ახლა კი ნახეთ ვიდეო, როგორ ერთობა ნანუკა კადრს მიღმა და პატარა რუზგარს ახალი ქართული სიტყვებიც ასწავლა: