VIDEO: „ჩემს თავს ვერ ვეწინააღმდეგები. მინდა, შენც იცოდე, რომ...“ - რა ეწერა წერილში, რომელიც ავთომ ლიზას მისწერა

გიორგისა და ავთოს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ ფოტოსესიის დროს დაიწყო, როდესაც ავთომ ლიზისთან სურათის გადაღება რამდენჯერმა სცადა.

გიორგის შეფასებით, მან „ლიზისთან რამდენჯერმე ქალ-ვაჟური ურთიერთობის დამყარება სცადა“, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ავთოს შეყვარებული ჰყავდა.

თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ავთომ ლიზას წერილიც მისწერა, სადაც საკუთარი გრძნობების შესახებ უყვება.

„ალბათ, შემჩნეული გექნება მზერა - როცა ხუმრობ, როცა იცინი, როცა თმას ისწორებ, როცა რაღაცაზე სერიოზულად ლაპარაკობ... მინდა, რომ სანამ მე ამ პროექტში ვიქნები ამ ყველაფერს ვუყურებდე, ისე ჩუმად და შეუმჩნევლად, როგორც ამ ყველაფერს აქამდე ვაკეთებდი... ჩემს თავს ვერ ვეწინააღმდეგები. მინდა, შენც იცოდე, რომ ასეა“ - წერს ავთო.