1728312638
VIDEO: „ჩაიბარეთ თქვენი შვილი... თქვენ ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს“ - ბექა ხოფერიას ვაჟი გაქრისტიანდა
ბიზნესმენ ბექა ხოფერიას ახალი რჩეული ჰყავს. მას და მის მეუღლეს, სოფო ქურდიანს ცოტა ხნის წინ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც გიორგი დაარქვეს.
წყვილმა შვილი დღეს გააქრისტიანა. ბექამ ოჯახის სიხარული საზოგადოებასაც გაუზიარა და Instagram-ზე ნათლობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.
ნათლობის რიტუალი ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში გაიმართა. წყვილი ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ დალოცა.
ნახეთ კადრები ↓
ბექა ხოფერიას პირადი ცხოვრება საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მისი პირველი მეუღლე, მომღერალი თიკა ჯამბურიაა. წყვილი ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როცა შვილს ელოდნენ. მალევე, ბექამ მეორე ცოლი, ინნა ოსიპოვა შეირთო, მასთან 2 გოგონა ჰყავს.