ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე დეა ხიდაშელი, იგივე ბაგირაა. პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, მან მოახერხა და გულშემატკივრების უზარმაზარი არმია შემოიკრიბა გვერდით. თავისი პირდაპირობით და გულწრფელობით ბევრსად თავი დაამახსოვრა.
ამჯერად, „პრაიმტაიმი“ მის ცხოვრებაში არსებულ სასიამოვნო სიახლეზე გიამბობთ. როგორც გავარკვიეთ, ბაგირა შეყვარებულია და წყვილმა უქმეები ქალაქგარეთ გაატარა.
„ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, როგორიც ვარ დღეს. ჩემი მოტივაცია, ენერგია და „სახლია“ ეს ადამიანი. ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანი მიყვარს.
3 წლის წინ გავიცანი და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პირველივე დღიდან მიყვარს. მიუხედავად ბევრი ბოროტი ადამიანის ჩარევისა და ყველაფრის განადგურების მცდელობისა, ამ დიდ და ძლიერ გრძნობას ვერავინ მოერია. პატივს ვცემ მას, მის ოჯახს, თავადაც რომ იცნობდეთ, მიხვდებოდით, როგორი კარგი ადამიანია და რამდენად ძლიერი პიროვნება! ჩემთვის ეტალონია,როგორი უნდა იყოს კაცი და ზოგადად, ადამიანი. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ!“ - ამბობს დეა „პრაიმტაიმთან“.
ნახეთ კადრები ↓