გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე, დეა ხიდეშელი (ბაგირა) სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ პროექტმა მისი ცხოვრება ძალიან შეცვალა და ძლიერ ადამიანად აქცია.
,,მინდა გაგიზიაროთ ყველა ის სიახლე, რაც ,,პრაიმ ჰაუსმა" მომცა და მინდა იცოდეთ ეს ყველაფერი. რამდენიმე დღეში მე და ერთი ძალიან მაგარი ადამიანი ვარეგისტრირებთ ფონდს, სადაც შეგიძლიათ ადამიანებს უშუალოდ თქვენ დაეხმაროთ. და მეორე, რაც ,,პრაიმ ჰაუსმა მომცა, მაპოვნინა ძალა, რაც ძალიან მაკლდა აქამდე. ვიწყებ სტარტაპს, რომელსაც ძალიან მალე გაგიზიარებთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა...
,,პრაიმ ჰაუსის დახმარებით, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ძლიერი ადამიანი ვარ. რომ არა პროექტი, გამიჭირდებოდა ამ ნაბიჯების გადადგმა", - ამბობს ბაგირა.