დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ნაზღაიძე „პრაიმთაიმთან“ სახლში მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ ჰყვება:
„გადაწყვეტილი იყო, რომ ერთად უნდა გაგვეკეთებინა სუში. პატრიკი აკეთებს მარტო საჭმელს. მე გაგლეჯილი მთვრალი ვრეცხავ ჭურჭელს. რამდენიმე თეფში გამიტყდა. იატაკი სველი. იატაკს ვწმენდ. ცალკე გაზქურაში ნაგეთსები მეწვის. ვიყურები, სად არიან ჩვენი სხვა მონაწილე გოგოები. ტაროს შლიან აუზთან. რომ ავინთე... პროექტი სრულდება და ხალხს დალაგება ვერ ვასწავლე. შენ რომ ჭამ, შენ უნდა გარეცხო. მე კი არ უნდა ვრეცხო. არავინ არ მაძალებს. მაგრამ, როდესაც მიყვარს სისუფთავე. როდესაც სტუმარია მოსასვლელი სახლი უნდა დახვდეს სუფთა და ლამაზი. ავინთე ამ ნასვამზე. ატყდა წივილ-კივილი. ნუკი ისეთი შეშინებული იყო. მთელი ჭურჭელი რაც იყო გიჟივით დარეცხა,“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.