VIDEO: „ამ მომენტს დიდხანს ველოდი...“ - ლიზა ყენია გულშემატკივრებს სიახლეებს უზიარებს

ლიზა ყენია

ლიზა ყენიამ ბავშვობის ოცნება აისრულა და ლას ვეგასში კლიპი გადაიღო. სასიხარულო ინფორმაცია მომღერალმა ცოტა ხნის წინ გაუზიარა გულშემატკივარს.

„დიდხანს ველოდებოდი ამ მომენტს, რომ გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ვიდეო კლიპი. გადავიღეთ ლას-ვეგასში, 5 დღეში, აუტანელ სიცხეებში და ეს 5 დღე ყოველთვის იქნება გამორჩეული ჩემს მეხსიერებაში, რადგან ზუსტად ის ხდებოდა, რაზეც ბევრჯერ მიოცნებია.

გამახსენდა რამდენიმე წლის წინ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდეოებს რომ ვიღებდი, ვცეკვავდით და მაშინ ვთქვი,
ვითომ ვეგასში ჩემს კლიპს ვიღებთ-თქო.

ახლა მართლა ჩავსხედით მე და გიორგი თვითმფრინავში, გავფრინდით ვეგასში, გადავიღეთ კლიპი და მთელი სულით და გულით მინდა გაგიზიაროთ.

ხო .. ასევე, არ არსებობს მე რამე მნიშვნელოვანი არ გავაკეთო და რაღაც ისეთი არ „გამოხტეს“ ხელის შემშლელი, ესეც თითქოს ჩემი ნაწილია, იუთუბის ლინკი კარგად არ იპოსტება... თუმცა, ჩვეულებრივად დავდებ აქ და გადახვალთ ლინკზე. სიყვარულით...“ - წერს ლიზა ყენია.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ცხელი ძაღლი 6“ იწყებაო?!“ - „ლექსო“ „ქათამაძესთან“ გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

„ორსულად ხარ?“ - რას ამბობს სალომე უშხვანი

VIDEO: ცნობილია, „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა