VIDEO: 47 წლის მეეზოვე, რომელიც სამოდელო კარიერაზე ოცნებობდა, პოდიუმზე ავიდა

მოდელი

მოდის რეალითი შოუ GNTM საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვიკი კაიამ ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც სინჯებზე 47 წლის მეეზოვე, ანა დაინახა. ანას ემოციური ისტორიის შესახებ ბერძნული მედია წერს.

როგორც მისი ისტორიიდან ირკვევა, სამი შვილის დედა პოდიუმზე გამოსვლაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ოცნების ახდენისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.

ცნობისთვის, ანა უკვე წლებია დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ამბობს, რომ ოცნებების ასრულება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მთავარია, გულით გინდოდეს.

47 წლის მეეზოვემ ჟიურის ოთხივე წევრის გულის მოგება და შემდეგ ტურში გადასვლა მოახერხა.