ჯონი დეპმა ახალი რომანი დაიწყო - ვინ არის მსახიობის რჩეული (ფოტოები)

ჯონი დეპი

ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა ემბერ ჰერდთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, შეხვედრა დაიწყო თავის ადვოკატ ჯოელ რიჩთან. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

მედიის ცნობით, ქალი ყოველთვის დეპის გვერდით იყო, მას ძალიან ეხმარებოდა განქორწინების პროცესში.

გამოცემის წყარომ ისიც კი აღნიშნა, რომ მსახიობსა და ადვოკატს მართლაც ძალიან სერიოზული ურთიერთობა აქვთ: „ქიმია მასშტაბებს სცდება, მათ შორის ყველაფერი სერიოზულია“.

ჯოელ რიჩი იყო ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც მუშაობდა დეპის საქმეზე დიდი ბრიტანეთის გაზეთის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მან 2018 წელს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ის არ იყო იმ იურიდიული გუნდის წევრი, რომელიც მუშაობდა ჯონი დეპის ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰერდის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე. თუმცა, ის მუდამ იმყოფებოდა ვირჯინიის სასამართლო დარბაზში, რათა გამოეხატა თავისი „მხარდაჭერა" ოსკარის ნომინანტისთვის.

ამასთან, ცნობილია, რომ ჯოელს ჰყავს ქმარი და ორი შვილი. ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ადვოკატი ოფიციალურად განქორწინებას დეპთან ურთიერთობის გამო.

შეგახსენებთ, ადრე ჯონი დეპმა ხმამაღლა აღნიშნა თავისი გამარჯვება ყოფილი მეუღლის  ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე. ცნობილია, რომ „გამარჯვებულის“ წვეულება ნოტინგ ჰილში  გაიმართა. გამარჯვების აღნიშვნა დეპს 300 000 დოლარი  დაუჯდა.