„ვფიქრობდი, სალომესთვის ხომ არ დამეჭირა მხარი...“ - ცნობილია, ვის გულშემატკივრობს შეროზია

გურამ შეროზია

მიმდინარე კვირაში „პრაიმ ჰაუსს“ სამი აუტსაიდერი ჰყავს: სალომე, ნინუსი და ნოდო. გურამ შეროზიამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და გაამხილა, ვის უგულშემატკივრებს შაბათის ლაივზე.

„ვფიქრობდი, სალომესთვის ხომ არ დამეჭირა მხარი, როცა ლაივზე ასე მარტო დატოვეს და ინერვიულა... შემდეგ ვნახე კიბის უჯრედში გადაღებული ვიდეო და...

კი, ნინუსი არის, ჩემი აზრით, ყველაზე უკონფლიქტო, მშვიდი, არ იბრძვის ას ფრონტზე, არ იტყუება და გააქტიურდა კიდეც... ნუ მეგრელობაზე არაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით, სმს ლიდერობას ის იმსახურებს. თან რამდენჯერმე ისე მოექცნენ, რომ რამდენიც ვიძახე - მოდი, არავის დავუჭერ მხარს, თანაბრობა იყოს-მეთქი, მაგრამ აი...“ - დაწერა შეროზიამ.