დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე გახდა. პირველი ემოციები მან „პრაიმთაიმს“ გაუზიარა.
„ამ ემოციებს ვერ აღვწერ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მთელი ცხოვრება გამყვება. ალბათ, მთელი 20 წლის განმავლობაში, რაც ტელევიზიით ვარ, მინდოდა სულ, რომ ხალხს დაენახა - ცუდი ადამიანი არ ვარ. მგონი, ეს გამოვიდა. ყველა ჩემ გულშემატკივარს, საქართველოში ემიგრაციაში, ყველას დიდი მადლობა... რომ არა ისინი არაფერი გამომივიდოდა,“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე „პრაიმთაიმთან“ საუბრისას.
ფინალისტმა ანი ყიფშიძემ კი, სტუდია უკომენტაროდ დატოვა:
„არ მოულოცია. ეს ალბათ, ემოციური ფონია. იმიტომ, რომ ფინალში ხარ და ძალიან რთულია ემოციები აკონტროლო. ვერ გავამტყუნებ ანის. ვთვლი, რომ ანი ღირსეული კონკურნეტი იყო. მიხარია, რომ ბოლოს მაინც, ხელი მოვკიდეთ ერთმანეთს“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.