„ვარდისფერი კომბინიზონის აჟიოტაჟზე, იმდენი ვინერვიულე 7 კილო დავიკელი...“ - ბაბი კირკიტაძე

ბაბი

მომღერალმა, ბაბი კირკიტაძემ საკონცერტო ჩაცმულობისა და ნეგატიური გამოხმაურების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი:

„გახსოვთ, რა ამბავი ატყდა?! ისე, რომ დავფიქრებულიყავი, ხომ არ ჩავიცვამდი... ეს ვარდისფერი კომბინეზონი, ღია, გამჭვირვალე თვლებით, ჩემმა მეგობარმა დიზაინერმა ზაფხულში მაჩუქა.

ზაფხულის კონცერტზე მეცვა, თუმცა მაშინ ასეთი აჟიოტაჟი და ხმაური არ გამოუწვევია. შემდეგ, ვიფიქრე, კლუბშიც ჩავიცვამ, მოუხდება-მეთქი. უბრალოდ, რა ვერ განვსაზღვრე, იცით? ზაფხულის შემდეგ 7 კილო მაქვს მომატებული. თან, გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, შიგნით კიდევ ელასტიკი ჩავიცვი... იმ დღის მერე იმდენი ვინერვიულე, გავხდი.

გაოგნებული ვიყავი, როგორ შეიძლებოდა, რომ სამოსს ამხელა აჟიოტაჟი გამოეწვია. კი ბატონო, შეიძლება მართლა არ მიხდებოდა, ვიღაცებისთვის მიხდებოდა, ვიღაცებისთვის – არა. ასეთი ერთკვირიანი გლეჯა შეიძლებოდა ამაზე?

თათას სთხოვეს ხელი და ამან გადაფარა, თორემ ყბაში ვიყავი ამოდებული“, - თქვა ბაბი კირკიტაძემ. 

ნახეთ, ვიდეო: