რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
ცოტა ხნის წინ, გიორგი ნაზღაიძემ Instagram-სთორიში გამომწერებს მიმართა, რომ იყო თავისუფალი, ელოდა „მას“ და მიეწერათ. იქვე დააკონკრეტა, რომ არ ხუმრობდა. ალბათ ეს აღმოჩნდა მანდილოსნებისთვის ბიძგი და ტელესახის სოციალური ქსელებიც „დაიბომბა“.
„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებულსა და „ღამის პრაიმ ტაიმის“ წამყვანს, გიორგი ნაზღაიძეს დაუკავშირდა. დავინტერესდით, რატომ გადაწყვიტა მან გაცნობის ამ ხერხისთვის მიემართა.
გიორგი ნაზღაიძე: სურვილი გამიჩნდა ურთიერთობის დაწყების და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ სოციალურ ქსელში ასე დამეწერა. იყო ბევრი გამოხმაურება და უცნაური შემოთავაზებებიც კი. ისეთი ხელისმოსაჭიდიც არ ყოფილა, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავი. იყო 1-2 შეტყობინების ავტორი, რომელმაც ინტერესი გამოიწვია, თუმცა, არც ისე დიდი. მოლოდინის რეჟიმში ვარ (იცინის). ურთიერთობაში ყოფნა მომინდა, ეს სერიოზული იქნება თუ არასერიოზული, ჯერ არ ვიცი.
- რატომ გადაწყვიტე ადამიანების ვირტუალურად გაცნობა ?
- ამ გზით ადამიანების გაცნობა ახალია და საინტერესო. თან ცოტა ნასვამიც ვიყავი, არ ვიცი, შეიძლება, ფხიზელზე არ დამეწერა. თუმცა, ბევრი ადამიანი გავიცანი და ვეკონტაქტე.