უძველესი ჩვეულების მიხედვით, შეუღლების შემდეგ ქმარი ვალდებულია, 1 თვე ქალის ტანისამოსი ეცვას – უცნაური საქორწილო ტრადიციები

სიძე

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქორწილი ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ოჯახური ცხოვრებისკენ მიმავალ გზას წყვილები სხვადასხვანაირად იწყებენ.

  • ჩინეთში, თუჯიას მცხოვრებლებისთვის საქორწილო სამზადისი ცრემლებით იწყება. წესის მიხედვით, ცერემონიამდე 30 დღით ადრე საპატარძლომ დღეში ერთი საათი მაინც უნდა იტიროს. მოგვიანებით კი მას ოჯახის წევრებიც უნდა შეუერთდნენ. მიჩნეულია, რომ პატარძალი ამ ჟესტით მშობლების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და მომავალი ბედნიერი ქორწინებისთვის ემზადება.

 

  • როგორც ჩანს, კენიაში ფემინიზმი იმარჯვებს, უძველესი ჩვეულების მიხედვით, შეუღლების შემდეგ ქმარი ვალდებულია, 1 თვე ქალის ტანისამოსი ეცვას და მის მოვალეობებს ასრულებდეს, რათა მთელი ცხოვრება ახსოვდეს, როგორია ქალად ყოფნა.

 

  • სხვათა შორის, არანაკლებ უცნაური და სახალისო საქორწილო ტრადიცია აქვთ კორეელებს. ქორწილის დაწყებამდე ბიჭის მეჯვარეები მას ტერფებზე ჯოხით, ქამრით ან გამხმარი თევზით სცემენ. მიიჩნევა, რომ ეს ყველაფერი მომავალ სიძეს უფრო ძლიერს ხდის და მყარი ქორწინების გარანტია.