გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
საფრანგეთში სასამართლომ წყვილს, რომელსაც ბინაში 159 კატა და 7 ძაღლი ჰყავდა, შინაური ცხოველების ყოლა აუკრძალა.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილი ნიცაში ცხოვრობს და მათ 166 ცხოველი 80 კვადრატული მეტრის ფართის ბინაში ჰყავდათ. პოლიცია მათ ბინაში გასულ წელს შევიდა. ცხოველები უაღრესად ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ - ბევრ მათგანს გაუწყლოვნება სჭირდა, არ იღებდნენ საკმარის საკვებს და ინფიცირებულები იყვნენ პარაზიტებით. აბაზანაში კი სამართალდამცველებმა 2 კატისა და 2 ძაღლის ცხედარი აღმოაჩინეს.
მოსამართლემ დაადგინა, რომ 68 წლის ქალი და 52 წლის კაცი ცხოველებზე სათანადოდ ვერ ზრუნავდნენ. ბინის მფლობელმა ქალმა განაცხადა, რომ ცხოველები მისი ცხოვრების სიყვარული არიან და აღიარა რომ მათ სათანადოდ პირობები ვერ შეუქმნა. მან განმარტა, რომ 2018 წელს თავისი მშობლების 3 კატა და 3 ძაღლი გადაიყვანა თავისთან, მერე კი ბინაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ბინადარი 30 კატაც მიიყვანა. ამ ცხოველებმა გამრავლება დაიწყეს და ვითარება ბინაში უკონტროლო გახდა.
ქალს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა და მას „ნოეს სინდრომის“ დიაგნოზი დაუსვეს - ეს ცხოველების გადარჩენის ფსიქოლოგიური საჭიროებაა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათზე სათანადოდ ზრუნვა არ შეგიძლია.