„ცვეტში“ მომხდარი ამბავია. უშუალო მომსწრე ვარ. არც არაფერს ვუმატებ...“ - რას წერს დავით ზურაბიშვილი

daviti

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარ ამბავზე წერს:

„როგორც იტყვიან, ცვეტში მომხდარი ამბავია. უშუალო მომსწრე ვარ. არც არაფერს ვუმატებ და არც არაფერს ვაკლებ.

მაღაზიაში ვარ, რიგში ვდგავარ სალაროსთან. ჩემს წინ არის შუახნის რუსი ქალი, რომელსაც მოლარე (ახალგაზრდა ბიჭი) ქართულად ეუბნება, რომ არასწორად აქვს აწონილი რაღაც პროდუქტი და თავიდან უნდა აწონოს. ეს რუსი იძახი, ნი პანიმაიუ პო გრუზინსკიო, მაგრამ მოლარე არ ტყდება: არც რუსულად ელაპარაკება, არც ინგლისურად და არც თარჯიმანს ეძებს, უბრალოდ კიდევ უმეორებს იგივეს.

აბა თუ მიხვდებით როგორ დამთავრდა ეს ამბავი? როგორ და ის რუსი ქალი "ნი პანიმაიუს" ბუზღუნით მოცილდა სალაროს, მივიდა სასწორთან და ხელახლა აწონა თავისი ნაყიდი. კი ამბობდა ვერ ვიგებ ქართულსო, მაგრამ სხვა გზა რომ არ ჰქონდა, გაიგო. თითქოსდა პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, მაგრამ არის მაინც შუაში“,- წერს ზურაბიშვილი.

ასევე ნახეთ:

სინოპტიკოსების გაფრთხილება - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

VIDEO: „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მსურველი, ცნობილი „მეჩანთეა“

VIDEO: „ეს ჩვენზე არ მოქმედებს, დალიეთ დამაწყნარებლები“ - ვის მიმართავს მამულიჩა

VIDEO: „სასწრაფოდ თუ არ აცივდა, დავხოცავთ ერთმანეთს“ - დათო ლიკლიკაძე