„ცურვა არ ვიცოდი, ჩავიძირე... უცებ წელზე ხელების ძალა ვიგრძენი... დიდხანს ვეძებე იმ ადამიანის მიმსგავსებული ტიპაჟი“ - რას იხსენებს სალომე გოგიაშვილი

salome

სალომე გოგიაშვილი თავის ცხოვრებაზე, პირადსა თუ საქმიანობაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობს. თუმცა, არასოდეს ულაპარაკია ზებუნებრივ ნიჭზე, რომელიც მას მემკვიდრეობით წინაპრისგან ერგო.

ტელესახე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს უცნაურ შემთხვევას, რომელსაც წმინდა გიორგის უკავშირებს. გთავაზობთ ამონარიდს:

„ერთხელ აუზზე წამიყვანა მამამ. პატარა ვიყავი, ცურვა არ ვიცოდი და გადავხტი. ჩავიძირე, უკან ვერ ამოვდიოდი, თვალები გახელილი მქონდა, ზემოთ ვიყურებოდი და თან, ვფიქრობდი: ნუთუ, არავინ მიშველის?.. უცებ წელზე ხელების ძალა ვიგრძენი, გავიხედე და დავინახე კაცი, რომელმაც წყლიდან ამომაგდო. რომ ამოვყვინთე, მამაკაცი დავინახე. ეს ხდებოდა წამებში. მერე, ძალიან დიდხანს ვეძებე იმ ადამიანის მიმსგავსებული ტიპაჟი, ვინც სიკვდილს გადამარჩინა და წყლიდან ამომიყვანა და სახლში ვიპოვე წმინდა გიორგის ხატი. დავაკვირდი და მივხვდი, ეს იყო, ვინც დახრჩობას გადამარჩინა. დღესაც მაქვს ის ხატი. მამაოს რომ მოვუყევი, მითხრა: წმინდა გიორგი შენი მფარველი ანგელოზია და იმ მომენტში მან გადაგარჩინაო.