1728499899
„ცუდი არაფერი მომხდარა, დამშვიდდით“ - რა სჭირს ნოდიკო ტატიშვილს თვალზე
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალურ შოუზე მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი როგორც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი სცენაზე ისე წარდგა, თუმცა, მის ამ გამოსვლას მითქმა-მოთქმის გარეშე არ ჩაუვლია.
ლაივის მსვლელობის დროს მახვილმა თვალმა შენიშნა, რომ მას მარჯვენა თვალში სისხლჩაქცევა ჰქონდა, თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული „სქრინები“ ზოგიერთებს ფოტოშოპის შედეგი ეგონა.
რეალურად, მომღერალს ეს დაზიანება მართლაც ჰქონდა და „პრაიმტაიმთან“ ამის მიზეზს განმარტავს.
„ალკოჰოლს არასდროს ვსვამ. 36 წლის ვარ და ჩემს ცხოვრებაში მგონი, მეორედ დავლიე ჩემთვის ცოტა ბევრი და სხვისთვის, ალბათ ძალიან ცოტა. საბოლოოდ, სტუმრები რომ გავაცილე და დაძინება გადავწყვიტე, მივხვდი, რომ არ ყველაფერმა მაწყინა. დილით რომ გავიღვიძე, თვალი ასე, ჩაწითლებული მქონდა.
მე, რომელიც არ ვსვამ, მეორედ დავლიე და ასეთი სასჯელი მივიღე (იცინის). პირველად რომ დავლიე, ჩემს ოჯახს კარგად ახსოვს. ისე ცუდად გავხდი, 2 დღე ცუდად ვიყავი... ახლა გავრისკე და მივიღე კიდეც. ხომ არის, ზოგს უყვარს და ვერ სვამს, მე არც მიყვარს და ამის შემდეგ, 1 ჭიქაზე მეტს აღარ დავლევ.
მინდა ყველას ვუთხრა, მშვიდობაა, არაფერი ცუდი არ მომხდარა, ყველაფერი კარგადაა. თვალიც ღიავდება და მალე გაიწოვს. ექიმთანაც ვიყავი და არაფერი დაუნიშნავს.
ის, ვინც ხშირად სვამს სასმელს, ხშირად აქვს ეს პრობლემაც, სერიოზული არაფერია. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ეთერში გასვლის შემდეგ, ყველაფერი გადაფეთქდა, მადლობა ყურადღებისთვის, მიყვარხართ“ - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.