ცნობილი რუსი ფეხბურთელი, ყოფილმა ცოლმა მობილიზაციისგან თავის არიდებაში ამხილა

მამაევი

ალანა მამაევა ეჭვობს, რომ მისი ყოფილი ქმარი, ფეხბურთელი პაველ მამაევი მობილიზაციის თავიდან აცილებას ცდილობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მანამდე მოსკოვის პრესნენსკის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს შემოსავლის მესამედი გადაეხადა არასრულწლოვანი ქალიშვილის, ალისას ალიმენტის გამო. ყოფილი მეუღლეები აგრძელებენ სასამართლო პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ მამაევი ახლა თურქეთში იმალება (როგორც ჩანს, მობილიზაციისგან), ჩვენი სასამართლოები ჩვეულ რეჟიმში მიდის. ის სასამართლო პროცესებზე უარს არ ამბობს, როგორც ჩანს, ფული სჭირდება ქვეყნიდან გასასვლელად“, - წერს ალანა მამაევა.
პაველ და ალანა მამაევები 2013 წელს დაქორწინდნენ. 2021 წლის მარტში ყოფილმა მოდელმა ქმარი ღალატში დაადანაშაულა და განქორწინება მოინდომა. 2022 წლის იანვარში ფეხბურთელი თავის ორსულ შეყვარებულზე, ბლოგერ ნადეჟდა სანკოზე დაქორწინდა.

მამაევის ბოლო კლუბი იყო „ხიმკი“, რომელიც მან ივნისის დასაწყისში დატოვა თავისუფალი აგენტის სტატუსით.  მანამდე 33 წლის ნახევარმცველი თამაშობდა „ტორპედოში“, „ცსკა“-ში. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მან 15 მატჩი ჩაატარა.