„ცხოვრება ისე წავიდა, რომ ვერ აეწყო რამდენჯერმე... ჩემი მიზანი იყო ჯანსაღი ოჯახის შექმნა და საბოლოოდ, ამას მივაღწიე...“ - გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი

მომღერალი გიორგი წერეთელი ოჯახური ბედნიერების შესახებ საუბრობს.

„ოჯახი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც განტვირთვის კი არა, უფრო დატენვის მომენტია. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ოჯახი და ყოველთვის, მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი იყო ჩემი ეკლესია, ასე რომ ვთქვათ. რაც მთავარია, მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ადამიანი, რომელიც დღესდღეობით ჩემს გვერდით არის, არის ის ადამიანი, რომლისთვისაც პირველ პლანზე და პირველ საფეხურზე დგას ოჯახი, ხოლო მერე დანარჩენი - უბრალოდ ის ემოციური ამბები, რაც შეიძლება მოხდეს. როგორც ჩემს ოჯახს და როგორც ჩვენს ოჯახს სჭირდება, ისე ვიქცევი მეც და ისე იქცევა თამილაც.

შემოიტანა უფრო მეტად სტაბილურობა, უფრო მეტად სიწყნარე, უფრო მეტად ბედნიერება - მეტი არაფერი, ეგ არის. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო... ნუ, სამწუხაროდ, ცხოვრება ისე წავიდა, რომ ვერ აეწყო რამდენიმეჯერ, მაგრამ ჩემი მიზანი იყო ჯანმრთელი ოჯახის აწყობა. ჯანმრთელი ოჯახის, სადაც ყველა თავის ადგილზე იდგება და სადაც ოჯახის მიმართ იქნება დიდი პასუხისმგებლობაც, სიყვარულიც და ასე შემდეგ. საბოლოოდ ამას მივაღწიეთ. ამაზე მარტო მე კი არ ვსაუბრობ და ჩემი მხრიდან კი არ ჩანს ასე - ჩემი გარემოცვაც, მთელი ჩემი სამეგობრო, მთელი ჩემი საახლობლო ნამდვილად ბედნიერია იმ ბედნიერებით, რომელსაც დღესდღეობით ხედავენ და ესეც დიდი მაჩვენებელია ჩემთვის“, - ამბობს გიორგი წერეთელი „დღის პოსტში.“

✕