1794936548
მეცნიერების მნიშვნელოვანი მიღწევა! - სისხლის ანალიზით კიბოს დიაგნოსტიკა იქნება შესაძლებელი
ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევრების ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო გუნდმა სისხლის ანალიზის ექსპერიმენტული მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე, ორ სანტიმეტრზე ნაკლები ზომის ლოკალიზებული სიმსივნეების შემთხვევაში, დაავადებას 95%-იანი სიზუსტით ავლენს.
კვლევის თანახმად, მკურნალობის შემდეგ დაავადების რეციდივის რისკის შეფასებისას ახალი ტესტი ქსოვილის ტრადიციულ ბიოფსიაზეც უფრო ეფექტიანია.
კვლევა, რომელიც რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ვაიცმანის ინსტიტუტის დოქტორ ეფრატ შემას ლაბორატორიის, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორ გაი რონისა და რეჰოვოთის კაპლანის სამედიცინო ცენტრის ექიმების თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა.
კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ მეცნიერები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და აშშ-დან.











