...წავიდა ჩემი გოგოც და წაიღო ჩემი გული... მადლობა, რომ მაჩუქე ლამაზი გრძნობა! - გურამ შეროზიას ემოციური პოსტი

გურამ შეროზია

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის განსაკუთრებულ მეგობარს ეძღვნება. ბლოგერი საზოგადოებას ამცნობს, რომ საქართველო კიდევ ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა, მალიბუ ტუღუშმა დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა საცხოვრებლად.

„და აი, წავიდა ჩემი გოგოც და წაიღო ჩემი გული.

სულ რაღაც 5 წელია, რაც ვმეგობრობთ და იმდენი რამე მოხდა ამ დროში... უამრავი მოგონება, ბევრი შრომა ერთად, ბევრი სიახლე, ბევრი სტრესი და გამარჯვება, თანადგომა ერთმანეთის და ცოტა ვერ ვიჯერებ...

მწყინს, რომ კიდევ ერთი უნიჭიერესი ადამიანი მიდის ქვეყნიდან და მიხარია, რომ სწორედ იქ იქნება, სადაც მის ნიჭს ყველაზე მეტი გასაქანი ექნება.

ზუსტად ვიცი და მოუთმენლად ველი მისი წარმატებების ამბებს ამერიკებიდან, მე კიდევ აქ ვრჩები და ბოლომდე ვეცდები ისეთი გარემოს შექმნაში შევიტანო წვლილი, რომ ოდესღაც ყველა დაბრუნდეს და ერთად ვიკაშკაშოთ!

ნახვამდის ჩემო გოგო, ათასობით კილომეტრის დაშორებითაც მეყვარები და მაინც გავაძლიერებთ ერთმანეთს! :))) მადლობა, რომ მაჩუქე ლამაზი გრძნობა! 

პარასკევს, 23 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე აქ დაიდება ჩვენი სამწუხაროდ უკანასკნელი დუეტი, სიმღერაზე "ასეთი" - დაელოდეეთ“,- წერს გურამ შეროზია.

მოგვიანებით კი, ბოლო კლიპი სოციალურ ქსელში ატვირთა შემდეგი წარწერით:

ჩვენი ბოლო ერთობლივი ნამუშევარი, ჩემი და მალიბუს დუეტი - "ასეთი".
აქ მთელი გულით ნათქვამი ემოციებია ჩადებული, შელამაზების გარეშე. ასეთები ვართ, გვინდა უპირობოდ ვუყვარდეთ, ულტიმატუმების და შეცვლის მცდელობების გარეშე! ან თუ სიყვარული არ შეგიძლიათ - უბრალოდ დაგვტოვოთ...
კლიპში ბევრი ადამიანია, ვისაც ეხება ეს ამბავი, ვისაც ასევე სურს უპირობოდ უყვარდეთ!

მთელი ემოციები ჩავდეთ, ბევრი ვიარეთ, ბევრი ვიშრომეთ, ბევრი საოცარი ადამიანი ვიპოვეთ და ბოლოს ეს გამოვიდა.
არ ვიცი რისი ბრალია, მე სულ მეტირება, ან ძალიან მიჩუყდება გული, როცა ამ კლიპს ვუყურებ, იმედი გვაქვს თქვენთვისაც ემოციური იქნება! 

ველით კომენტარებს