„თქვენ გჯერათ, რომ გარეგნობის გამო უყვარხართ ვინმეს?“ - ნუკი კოშკელიშვილი

nuki

ნუკი კოშკელიშვილმა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოველდღიურად იბრძვის საკუთარი კომპლექსების და არა საზოგადოების წინააღმდეგ.

„მე რომ მადარდებს სხვისი აზრი, ეს არის ჩემი კომპლექსები. ყოველდღიურად ვიბრძვი არა საზოგადოების, არამედ ჩემი კომპლექსების წინააღმდეგ“,- ამბობს ნუკი.

მოდელი და ტელეწამყვანი გადაცემებში თუ გამომწერებთან საუბარში ყოველთვის გულწრფელად ამბობს სათქმელს. უყვება მათ ისტორიებს პირადი გამოცდილებით და საზოგადოებასაც არასდროს უტოვებს კითხვებს პირად ცხოვრებასა თუ საჯარო საქმიანობაზე.

ნუკი, ამჯერად instagram გამომწერების კითხვებს პასუხობს: „რას ჰგავს კამილა“ 

„ასეთი იმდენი კომენტარია. ხალხო, თქვენ გჯერათ, რომ გარეგნობის გამო უყვარხართ ვინმეს? გარეგნობას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა“, - წერს ნუკი.