„თუ ვინმე ფუფალას მიწოდებს, ეს ჩემი კომპლექსია, რომ მე ეს მადარდებს“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოველდღიურად იბრძვის საკუთარი კომპლექსების და არა საზოგადოების წინააღმდეგ:

„მე რომ მადარდებს სხვისი აზრი, ეს არის ჩემი კომპლექსები. ყოველდღიურად ვიბრძვი არა საზოგადოების, არამედ ჩემი კომპლექსების წინააღმდეგ.

თუ ვინმე ფუფალას მიწოდებს, ეს ჩემი კომპლექსია, რომ მე ეს მადარდებს. სხვანაირად რომ ჩავიცვა, ხომ ვერ ვიგრძნობ თავს ლამაზად და კომფორტულად. იმედი მაქვს, ეს მესიჯი მივა მაყურებლამდე. არასდროს შეხედოთ სხვას, არასდროს დაუჯეროთ სოციალურ ქსელებს, არასდროს დაჩაგროთ თქვენი თავი. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც თქვენ გაბედნიერებთ!..“