გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
თითქმის სამთვიანი ვნებათაღელვისა და დიდი რეიტინგის ფონზე მიმდინარე რეალითი შოუ - "პრაიმ ჰაუსი" ფინალს უახლოვდება. დღეს 22 საათზე, "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, თქვენ ნახავთ, თუ ვინ გახდება შოუს გამარჯვებული - ანი ყიფშიძე თუ გიორგი ნაზღაიძე.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გიორგი ნაზღაიძე გულშემატკივრებს მიმართავს.
„მეგობრებო დღეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღეს თითოეულ თქვენგანს ჩემი ცხოვრების შეცვლა შეგიძლიათ. დღეს ერთი ზარით უდიდეს სიკეთეს გააკეთებთ. თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ჩემთან ერთად გატარებული დღეებისთვის და ჩემთან ერთად გათენებული ღამეებისთვის, ჩემთან ერთად ნერვიულობისთვის და ჩემთან ერთად მიღებული განცდებისთვის.
რომ არა თქვენ, მე აქამდე ვერ მოვიდოდი, რომ არა თქვენი თბილი მესიჯები, ზარები და გამხნევება, მე ამას ვერ შევძლებდი. ალბათ ოდესმე თითოეულ თქვენგანს ამ სიკეთეს ასმაგად დავუბრუნებ. ალბათ ოდესმე შევძლებ და მეც დავდგები თქვენ გვერდით. როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი საღამო, მე უკვე გამარჯვებული ვარ. გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ მე ყველაზე მთავარი, თქვენი სიყვარული მოვიგე. დანარჩენი მეორეხარისხოვანია
ასე რომ წარმატებებს ვუსურვებ ანის და ჩემ თავს. ჩვენ ორივე ვიმსახურებთ გამარჯვებას ! 0 903 300 301“,- წერს გიორგი ნაზღაიძე.