1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ტელეწამყვანი და მსახიობი, არჩილ სოლოღაშვილი დღეს იუბილარია.
ცნობილი ტელესახე დილიდან მილოცვებს იღებს.
კოლეგას დაბადების დღეს „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდი ულოცავს და სოციალურ ქსელში მსახიობის ფოტოს ავრცელებს.
„დღეს ჩვენი მრავალმხრივ ნიჭიერი წამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის დაბადების დღეა,
აჩიკო ბედნიერ და მრავალფეროვან ცხოვრებას გისურვებთ შენს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად“ – წერს „დილა მშვიდობისა საქართველო“.
არჩილ სოლოღაშვილს დაბადების დღეს ულოცავს მეგობარი და კოლეგა, თიკა ფაცაციაც:
„სულ სიცილი, ხარხარი, ბევრი ბედნიერი მოვლენა და პასვორდი. ჩემს ძალას, ჩემს იმედს ჩემს სარკეს, ჩემს უძვირფასეს მეგობარსა და სულის კაცს გაუმარჯოს. გილოცავ აჩო შენ და ყველას ვის ცხოვრებაშიც შენ ხარ. ადამიანი ორკესტრი ხარ სრული პალიტრით“ – წერს ფაცაცია.