მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ტელეწამყვანმა თი მაჭავარიანმა პროექტ „პრაიმ ჰაუსში“ 4 კვირა დაჰყო, თუმცა ამ მცირე დროის მიუხედავად საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარული დაიმსახურა.
მაჭავარიანს ცოტა ხნის წინ რჩეულმა ხელი სთხოვა, ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა და დადებითი შეფასებები აქვს.
„პრაიმტაიმი“ თი მაჭავარიანს დაუკავშირდა და სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხა.
„პროექტიდან გასვლის შემდეგ ისეთი სიახლეები დამახვედრა ამ ადამიანმა, რომ ჯერ საერთოდ ვერაფერი ვერ გავაკეთე, უბრალოდ მაქსიმალურად ორიენტირებული ვარ კარიერაზე, ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ წასვლაზე. შორს ვაპირებ წასვლას...ერთ წელიწადში, წელიწად-ნახევარში უკვე ვგეგმავ, რომ ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად წავიდე“, - ამბობს თი მაჭავარიანი.