პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი ტიკტოკერი თი მაჭავარიანი განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ არ ცხოვრობს მისი სამი შვილი მასთან.
„ბავშვები ჩემთან ჩემი ფინანსური პრობლემების გამო არ ცხოვრობენ. ცხოვრობენ მამასთან. მათგან ყოფილა რეპლიკები, რომ დედას მანქანა არ ჰყავს, დედას თავისი სახლი არ აქვს, განსხვავებას დედასა და მამას შორის ხედავენ. ბევრი იტყვის, რომ მასაც არ აქვს შემოსავალი, მაგრამ ბავშვები მათთან ცხოვრობენ.
მატერიალისტი არ ვარ, შემიძლია, რომ ჩემს შვილებს სიყვარული მივცე და ვაძლევ კიდეც. სანამ ფინანსური პრობლემები შემექმნებოდა, მაშინ ყველაფერი დალაგებული იყო, სამსახურიც მქონდა, თანხასაც გამოვიმუშავებდი. 2 კვირა ჩემთან იყვნენ ბავშვები, 2 მამასთან. შემდეგ სამსახურიდან წამოვედი, როცა მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული დავშორდით, ამის შემდეგ ფინანსურად აირია ყველაფერი. არ მქონდა იმის საშუალება, რომ სამი შვილი ჩემთან ერთად ქირით მყოლოდა.“ - განაცხადა მაჭავარიანმა „სიცრურის დეტექტორში“.