ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
"სულიკოზე" აცრემლებული მონიკა ბელუჩი "თეატრალურის კვარტეტმა" ექვსი წლის წინ იხილა. ჯგუფი გარკვეული პროექტის ფარგლებში, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანთან ერთად, უცხოეთში ემირ კუსტურიცას ფილმის პრეზენტაციას დაესწრო. ფილმში მთავარ როლს მონიკა ბელუჩი ასრულებს.
სწორედ მაშინ უმღერეს იტალიელ ვარსკვლავს ქართველმა მომღერლებმა და მასში მძაფრი ემოციებიც აღძრეს.
"პრაიმტაიმთან" დაუვიწყარ დღეს "თეატრალურის კვარტეტის" წევრი, ლაშა კერვალიძე იხსენებს.
ლაშა კერვალიძე: ეს დღე სულ გვემახსოვრება. კუსტურიცას ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, გალა ვახშამზე მიგვიწვიეს. იქ შევხვდით კუსტურიცასა და მონიკა ბელუჩის.
წარმოიდგინეთ, კუმირად რომ გყავს მთელი ცხოვრება ეს განსაკუთრებული მსახიობი და ქალი და მას რომ შეხვდები ასეთ უშუალო გარემოში. მართლა განუმეორებელი ემოციები აღძრა ამ შეხვედრამ. გამორჩეული სილამაზის ქალია, ისეთივე, როგორიც ეკრანზეა.
სპეციალურად მისთვის ქალაქური სიმღერებიც შევასრულეთ და მრავალხმიანობაც. მაგრამ "სულიკომ" მასში სულ სხვაგვარი ემოციები აღძრა. რატომღაც განსაკუთრებულად იმოქმედა მასზე.
საოცარი ინგლისურის ცოდნით არ გამოვირჩევით, მაგრამ მონიკასთვის ჩვენი განცდების გადაცემა მოვახერხეთ.
ამ პროექტის ფარგლებში ასევე შევხვდით ნიკოლას ქეიჯსა და ჯონ მალკოვიჩს.
აი, ასეთი ვარსკვლავების გარემოში გახლდით და დღემდე დაუვიწყარია ჩვენთვის ის დღეები.