ტატუები კბილებზე - ჩინელ ახალგაზრდებში ახალი ტენდენცია ჩამოყალიბდა

ტატუ

ჩინური მედიასაშუალების ცნობით, კბილების ტატუები ჩინეთში ახალგაზრდა თაობაში ახალ ტენდენციად იქცა.

სიმბოლოები 3D ბეჭდვის ტექნოლოგიით დამზადებული გვირგვინის ზედაპირზე იწერება და შემდეგ ნამდვილ კბილზე იდება. ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობა ის არის, რომ კანის ტატუებისგან განსხვავებით, რომელთა მოშორებაც ადვილად არ შეიძლება, კბილის ტატუს შეცვლა უბრალოდ გვირგვინის შეცვლით არის შესაძლებელი.

კბილის ტატუს არჩევისას, ზოგიერთი ადამიანი ირჩევს რომანტიკული პარტნიორის ინიციალებს, მათ იღბლიან რიცხვებს ან თუნდაც ბედის მომტან ფრაზებს, როგორიცაა „ფულის შოვნა“ ან „მიზნების მიღწევა“. ეს ტენდენცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ დიდმა სტომატოლოგიურმა კლინიკებმა კბილის ტატუების რეკლამირება დაიწყეს, როგორც უფასო ბონუსი თავიანთ ფილიალებში გვირგვინების გაკეთებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კბილის ტატუს დღესდღეობით ჩინურ სოციალურ მედიაში ნამდვილად ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს, ზოგიერთი სტომატოლოგი მაინც არ ურჩევს მოსახლეობას მის გაკეთებას. მაგალითად, ერთ-ერთმა შანხაელმა სტომატოლოგმა China.com-ს განუცხადა , რომ გვირგვინებზე ასოების ან დიზაინის გრავირება სამედიცინო თვალსაზრისით რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება შეამციროს გვირგვინის სიმტკიცე და გაზარდოს ცვეთა.