თამო ვაშალომიძე ქალებს მიმართავს

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ და მოტივაციურ პოსტს აქვეყნებს. 

„გოგოებო, არასდროს დაგავიწყდეთ, ქალს იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე თავად წარმოუდგენია.

იქნება დღეები, როცა დაიღლებით, როცა გული გეტკინებათ, როცა მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი ერთდროულად თქვენს წინააღმდეგ წავიდა. შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც იმედს გაგიცრუებენ, გაგიჭირდებათ, იტირებთ და შეიძლება საკუთარ თავსაც ჰკითხოთ: „რატომ მე?“ მაგრამ სწორედ ასეთ დროს არ უნდა გაჩერდეთ.

იარეთ წინ. თუნდაც ნელა, თუნდაც მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯით. იმიტომ, რომ არცერთი რთული პერიოდი არ გრძელდება სამუდამოდ. ყველაფერი გადის. ყველაფერი იცვლება. ყველაფერი თავის ადგილს პოულობს.

ერთ დღეს უკან მოიხედავთ და მიხვდებით, რამდენი რამ გადაიტანეთ, რამდენჯერ გეგონათ, რომ აღარ შეგეძლოთ და მაინც შეძელით.

არ დანებდეთ, ქალებო. თქვენში უზარმაზარი ძალაა.

დრო გადის, ტკივილი...“, - წერს თამო.