Squid Game-ის მსახიობ იანგ-სუ ოს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი წარუდგინეს

მსახიობი

კორეელ მსახიობ იანგ-სუ ოს, რომელმაც Squid Game-ში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა, სექსუალურ შევიწროებაში ბრალი წარუდგინეს. სასამართლომ მომჩივნის ბრალდება უკვე განიხილა და 78 წლის მსახიობი დაკავების გარეშე გაათავისუფლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სასამართლომ კორეელ მსახიობს ბრალი გასულ პარასკევს წარუდგინა. ბრალდების მიხედვით, 78 წლის მსახიობი 2017 წელს მომჩივან ქალს სხეულზე მისი ნებართვის საწინააღმდეგოდ შეეხო. ქალმა ოს წინააღმდეგ საჩივარი 2021 წლის დეკემბერში შეიტანა, საქმე კი 2022 წლის აპრილში დაიხურა. ქალმა საქმის განახლება თავიდან მოითხოვა, დაკითხვისას კი ომ ბრალდებები უარყო.

„მე ქალს უბრალო ხელი ჩავკიდე, რათა ტბის ირგვლივ მისთვის მეგზურობა გამეწია. ამის გამო, მას პირადად მოვუბოდიშე და დამპირდა, რომ აურზაურს არ მოაწყობდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრალდებას ვაღიარებ", - განაცხადა იანგ-სუ ომ.

მსახიობის ერთ-ერთმა დამცველმა კი დასძინა, რომ "ყველაფერი რასაც ადგილობრივი მედია ავრცელებს, რეალობას არ შეესაბამება".