„სოციალურ ქსელებთან შეხება აღარ აქვს“ - რა გეგმები აქვს ანი ყიფშიძეს

ანი ყიფშიძე

მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონი დასრულდა და პროექტის მთავარი პრიზი, ბინა, გამარჯვებულ გიორგი ნაზღაიძეს გადაეცა, ანი ყიფშიძე სოციალური ქსელებიდან გაქრა. პროექტის დასრულების შემდეგ მან არც მედიასთან გააკეთა კომენტარი, ეს კი მისმა დედამ მძიმე ემოციური ფონით ახსნა.

„პრაიმტაიმი“ ანის ყიფშიძის მეგობარსა და მისი სოციალური ქსელების მმართველს, ანანო კახნიაშვილს ესაუბრა

„ანის 2 დღეა სოციალურ ქსელებთან შეხება არ აქვს. ძალიან დიდ ანტიპიარს იღებს, კითხულობს ცუდ კომენტარებს, რომ არ გაღიზიანდეს, ვცდილობთ, ეს ყველაფერი მოვაშოროთ. სოციალურ ქსელებთან შეხება კიდევ დიდხანს არ ექნება... ვეცდებით, ქალაქიდანაც გავიდეთ, რომ ხალხთან კონტაქტი არ ჰქონდეს. მისი და მისი შვილისთვის ასე სჯობს“, - ამბობს ანანო კახნიაშვილი ჩვენთან საუბრისას.