დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ხატია ჯოხარიძე „ფეისბუქ“ პოსტით ყოფილ მეუღლეს ამხნევებს და ისხენებს მასთან ერთად განვლილ ეპიზოდებს. მისი თქმით, პატივს სცემს გურამის არჩევანს და გულშემატკივრობს მის ყოველ ნაბიჯს.
„იშვიათად მისაუბრია მასზე საჯაროდ, ისიც იმიტომ კი არა რომ სათქმელი არ მაქვს, ან არ მქონია, უფრო იმიტომ რომ ყოფილ ქმარზე საუბრის შემდეგ საზოგადოების მილიონი აზრის და შეფასების მოსმენა მაგრად მეზარებოდა.
ჩვენი მეგობრობის ბევრს არ ესმის და არც არის საჭირო რომ გაიგოს, მაგრამ აუცილებლად მინდოდა მეთქვა, რომ სიტყვა ყოფილი ვერაფერს აკლებს ადამიანურ ურთიერთობებს!
რომ ეს ყველაფერი ორივეს და უფრო გურამის დამსახურებაა. იცით? ხშირად მომისმენია “ეს ბლოგერი”, “კლავიატურა”, “გურამა” და რავიცი რა არ, დამაკნინებელ/დამამცირებელ კონტექსტში, მაგრამ პატარა ადამიანებისგან არასდროს მწყენია. ასეთ რამეებზე სულ მეღიმება, რომ არ იცნობენ და მოთქვამენ, თავიანთი ფსევდო “მამაკაცურობის” ხაზგასასმელად:)) სასაცილოა აბა რა არის.
კარგი ადამიანობა რთულია მეგობრებო.
მომიტევეთ, თუკი სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისთვისაც გურამი მხოლოდ ბლოგერი და ლექტორი არ არის. ღირსება, სამართლიანობა, განსაკუთრებული იუმორი, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჰუმანურობა - მასთან ასოცირდება. კეთილსინდისიერი და ძალიან მიზანდასახული ადამიანია ჩემი შვილის მამა.
მიყვარს ჩვენი სიყვარული, რომელიც დგას უდიდეს მეგობრობაზე და ჩემთვის მეგობრობაზე დიდი სიყვარული ჯერ არ არსებობს.)
მართალია გუციმ მასწავლა, რომ ხათრით არასდროს არ უნდა მეცხოვრა,
ჩემი სურვილის და სულის გარეთ არაფერი მეკეთებინა, მაგრამ ჯერ ვერ ვისწავლე.)
შენი ხათრით ვუყურე და ვისწავლე ხმის მიცემაც, რადგან შენ არჩევანს პატივს ვცემ და გულშემატკივრობ ყველგან და ყველაფერში სადაც არ უნდა იყო! ეს ფოტო რატომ ავარჩიე არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირი ლამაზები და ახალგაზრდები ვართ “, - წერს ხატია ჯოხარიძე.