,,შერიგდნენ" - როგორ ეხმაურებიან გურამისა და ბაგირას ფოტოს სოციალურ ქსელში

გურამი და ბაგირა

,,პრაიმ ჰაუსი" სოციალურ ქსელში პროექტის ერთ-ერთი ხმაურიანი წყვილის, გურამისა და ბაგირას ფოტოს აქვეყნებს წარწერით: ,,შერიგდნენ".

ფოტოს ასობით კომენტარი აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ გურამსა და ბაგირას არც არასდროს უჩხუბიათ და ყველაფერი შოუს ნაწილი იყო. 

გულშემატკივრების ნაწილი წყვილს უწერს, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. 

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

,,მართლა ძალიან ლამაზი წყვილია",

,,მართლა გულით მინდა მათი ბედნიერება, ლამაზი წყვილია",

,,არც არასდროს უჩხუბიათ კარგი სპექტაკლი დადგეს",

,,შეურიგდებოდა, აბა რა იქნებოდა, ბინა მოიგო ბიჭმა", 

,,ნეტა მართლა შერიგდებოდნენ, მესაყვარლებიან ძალიან",

,,ბაგირა ცუდად მოექცა ლაივის წინა დღესაც, არ იმსახურებს გურამს!"

,,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მათი ჩხუბი თამაშის ნაწილი იყო", - წერენ კომენტარებში.